საპარლამენტო ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთმანეთის ჯონდი ბაღათურია და ქრისტიან დემოკრატები: გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გიორგი თარგამაძის გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნასთან ბაღათურია მივიდა და ის ფაქტი გააპროტესტა, რომ მისი რიგი იყო და თარგამაძე სიტყვით არ უნდა გამოსულიყო.
ბაღათურიამ დავით ბაქრაძეს მოუწოდა, რიგი დაიცვას და დეპუატებს სიტყვა ისე მისცეს. ბაქრაძემ ბაღათურიას განუმარტა, რომ მისი რიგი არ იყო და თუ სურდა გამომსვლელთა სიასაც აჩვენებდა.
ბაღათურიამ გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატები ინსპერირებულია. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ხელოვნური დებატები იმართება.
ბაღათურიამ მულტფილმი "ლურჯი მელიის" ამბავი გაიხსენა, რომელიც ლურჯ საღებავიან კასრში ჩავარდა და საკუთარ გამორჩეულობას ამტკიცებდა.
ბაღათურიას ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერს აქვს დასასრული.
"ჯონდისგან ლაზღანდარობა მოდის. ეტყობა, ზოგიერთებს ეს ჩვენს სისუტედ მიაჩნია, რომ ხმას არ ვიღებთ. ამ ჯამბაზობას დასასრული უნდა ჰქონდეს. ცილისწამებას თავი დავანებოთ. ყველაფერი უნდა ვთქვათ. როცა, უმცირესობას კარს გვიმტრვევდით შარშან მიღება რომ გსურდათ. მაშინ რომ მიგვეღეთ, ეტყობა, აღარ ილაზღანდარებდით და არც ცილისწამებას ექნებოდა ადგილი", - უთხრა ბაღათურიას ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძემ ბაღათურიას შეახსენა, რომ "ლურჯი მელიის" ამბავი მულტფილმი კი არა სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკია.
"უმცირესობაში, რომ მიგვეღეთ, თამაზ კვაჭანტირაძე აგიხსინადთ, რომ "ლურჯი მელია" სულხან-საბას იგავარკი რომ არის", - დასძინა ვეფხვაძემ.
ამის შემდეგ ბაღათურია თარგამაძესთან და ვეფხვაძესთან მივიდა და ხმამაღლა დაიწყო კამათი.
~შეკრულზე მეტი არა ხარ, რისი გამკეთებელი ხარ~, - ადგილიდან დაუძახა გიორგი თარგამაძემ ბაღათურიას. ბაღათურიამ თარგამაძე ასევე შეკრულობაში დაადანაშაულა.
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის მანდატურის სამსახურის თანამშრომლის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.