25 ნოემბერს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს ელოდებიან, სადაც გილაური პოლიტიკურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას
აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმდჯომაერმ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პრემიერი მზად არის პარასკევს პარლამენტში დებატებში მონაწილეობა მიიღოს და მასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც მოვიდნენ.
გილაური პარლამენტში მთავრობის 10-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით გააკეთებს მოხსენებას.
პოლიტიკური დებატების გამართვა ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებმა მოითხოვეს.