საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings გეგმავს ნოემბრის ბოლომდე დაასრულოს აშშ-ს რეიტინგის გადახედვა, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალ «ААА» ნიშნულზეა.
Fitch აშშ-ს პროგნოზს, სავარაუდოდ, „ნეგატიურ" ნიშნულზე გადაიყვანს. აღნიშნულის მიზეზი, აშშ-ს კონგრესის მიერ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გეგმაზე შეუთანხმებლობა ხდება, რაც აშშ-ს რეიტინგს „სტაბილურიდან" „ნეგატიურამდე" დასწევს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს კონგრესის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც ორივე პარტიის წარმომადგენბლები შედიოდნენ ვერ შესძლო შეთანხმება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების კომპრომისულ გეგმაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ ვეტოს უფლებით ისარგებლებს.