იტალიაში 92 წლის ასაკში Ferrari ის მარკის ლეგენდარული დიზაინერი სერჯიო სკალეტი გარდაიცვალა. იგი ბოლო დრომდე მონაწილეობდა კომპანიის საქმიანობაში.
როგორც იტალიური მედია იუწყება, სკალეტი არ იყო დიზაინერი თანამედროვე გაგებით. ის არ ხატავდა ავტომობილებს ქაღალდზე, არამედ „ჩაქუჩის მეშვეობით" ალუმინისგან ჭედავდა მათ.
ადრე ავტომობილებს, არ ჰქონდათ თანამედროვე ძარა, არამედ იყო კარკასი რომელზედაც ეწყობოდა ძარა. ავტომობილები, რომლებიც შეზღუდული ტირაჟით იწარმოებოდა, ფაქტობრივად ხელით იწყობოდა.
სკალეტიმ ფერარიში მუშაობა 17 წლის ასაკში დაიწყო. მან ჩამოაყალიბა საკუთარი წარმოება და მოგვიანებით ენცო ფერარის მიყიდა.