ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა თანამდებობები უნდა დატოვონ და ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებს დაუთმონ,- განცხადება ამის შესახებ მიხეილ გორბაჩოვმა გააკეთა.
საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა „როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მედვედევი-პუტინის ტანდემისგან უნდა გათავისუფლდეს.
"მათ კლანები და კორუფციული ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ახალი ძალების, დემოკრატიული არჩევნების გარეშე ქვეყნის მომავალი ტრაგიკული იქნება",- განაცხადა გორბაჩოვმა.