გაეროში სირიის ელჩმა ბაშარ ჯაფარმა რეზოლუციის პროექტს, რომელიც დამასკოს ბრალს დებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მისი ქვეყნისთვის „დიპლომატიური და პოლიტიკური ომის გამოცხადება" უწოდა.
პრეზოლუციის პროეტს, რომელსაც მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს გენერლური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს განიხილავს.
რეზოლუცია, მისი მიღების შემთხვევაში არ იქნება იურიდიულად სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტი, მაგრამ როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, შესაძლოა გახდეს მორიგი ნაბიჯი სირიის პრობლემის უშიშროების საბჭოზე განსახილველად.
წინა მცდელობა, რომელიც სირიის ხელისუფლების მიმართ დემონსტრაციების უმკაცრესი ჩახშობის გამო სანქციების დაწესებას ისახავდა მიზნად, რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მარტიდან სირიაში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 3500 ადამიანზე მეტია დაღუპული.