ეგვიპტის დედაქალაქის ტაჰტირის მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მძიმე შეტაკებების შემდეგ ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ესამ შარაფის მეთაურობით გადადგა.
ამჟამად, ქვეყნის სათავეში მყოფი შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის საკითხს განიხილავს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო MENA-ს ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენელმა მოჰამედ ჰაზაგიმ განუცხადა, ქვეყნაში არსებული კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობა თავის მოვალეობას იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე გადადგომის საკითხი არ დაკმაყოფილდება.
არეულობები ეგვიპტის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციამ დემონსტრანტებისგან ქაიროს მთავარი მოედნის ძალის გამოყენებით გათავისუფლება გადაწყვიტა.
დემონსტრაციების მიზეზად შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს მიერ ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია და მისი სამოქალაქო მთავრობისთვის სრულად გადაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გახდა.