დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნული დელეგაცია საკმაოდ მოცულობითია.
"კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება, რაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენი მხრიდან, მათ შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებთ, რათა თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ", - განაცხადა კალანდაძემ.
თბილისში ჩამოვლენ ამერიკელი კონრესმენები დევიდ დრეიერი, ედ ვიტფილდი და დონალდ პეინი. ისინი პოლიტიკური შეხვედების გარდა საქართველოში პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის დაარსების ღონისძიებას დაესწრებიან.