ეგვიპტის 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ შს და ინფორმაციის მინისტრების გადადგომა მოითხოვა. მათი აზრით, სწორედ აღნიშნულ პერსონებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
აღნიშნულ მოთხოვნას შეუერთდა რელოგიური ორგანიზაცია ძმები - მუსულმანების პოლიტიკური ფრთა, რომელიც ეგვიპტეში სულ უფრო პოპურალული ხდება.
პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ პეტიციაში არის მოწოდება, სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობაში მიეცნენ ის პირები, რომლებთაც დემონსტრათა დაშლა უბრძანეს.
აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან ქვეყნის კულტურის მინისტრი გადადგა.