22 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე - ამომრჩეველთა სიების დახვეწა. ღონისძიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისისა და რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან. მრგვალ მაგიდას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის.
მრგვალი მაგიდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის დაფინანსებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის" და "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" ერთობლივი თანამშრომლობით იმართება.