„ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ კახა ძაგანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება პოლიტიკური კორუფციაა.
„ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მილიონებს ახარჯავდა სახელისუფლებო ელიტას და პირადად აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს. ამ დროს კი ბიზნესმენს თავისი ფონდისთვის აკრძალული აქვს უბრალო, გაჭირვებული ხალხის დაფინანსება, ვისაც მაგალითად ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, მკურნალობა, არ აქვთ საარსებო წყარო, ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და ა.შ.", - განაცხადა ძაგანიამ.
მისი თქმით, ივანიშვილის არ ეხმარება მრავალშვილიანების, ვეტერანების, პედაგოგების და ექიმების შემწეობებისთვის.
„საზოგადოების ასეთი ფორმით დაყოფა არა ქველმოქმედება, არამედ "გველმოქმედებაა", პოლიტიკური კორუფცია კარიერის შესაქმნელად და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა", - აღნიშნა ძაგანიამ.