საპარლამენტო უმრავლესობისათვის გაუგებარია რა არის საკამათო მთავრობის 10-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური დებატებისას, საბოლოოდ გამოაშკარავდება რა არის საკამათო მთავრობის ათ პუნქტიან გეგმაზე. მისი თქმით, შეკითხვები ძირითადად პრესით და მასმედიით ქვეყნდება.
,,ქრისტიან-დემოკრატმა,, ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, 25 ნოემბრისათვის დაგეგმილი პოლიტიკური დებატებისას, 10 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან.
ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე, მმართველი გუნდის წევრებს კრიტიკული შეკითხვებიც გაუჩნდებათ.