მიმდინარე კვირას პარლამენტში სამთავრობო საათი და პოლიტიკური დებატები გაიმართება.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების~ ინიციატივები დააკმაყოფილეს და გადაწყდა, რომ 24 ნოემბერს პარლამენტში სამთავრობო საათზე რამდენიმე მინისტრი გამოცხადდება.
სავარაუდოდ, 25 ნოემბერს, სესიაზე, მთავრობის ათ პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები შედგება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, დებატების გამართვასთან დაკავშირებით, მას კონსულტაციები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ბაქრაძე ხვალ პარლამენტის სესიის დაწყებამდე ნიკა გილაურთან კიდევ ერთ კონსულტაციას გაივლის და საბოლოო თარიღს გამოაცხადებს თუ როდის მივა პრემიერი პარლამენტში.