2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება იყო აუცილებელი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„დრო სწრაფად გარბის, უკვე სამ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი მიდგომები, იმ პერიოდის მოვლენების შეფასებები არ იცვლება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, იუწყება რია ნოვიოსტი.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული არმიის მოქმედება დიდი რაოდენობის მოქალაქეების გადასარჩენად აუცილებელი იყო, რათა ის საფრთხე, რომელიც მაშინ საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობდა, ყოფილიყო მოხსნილი თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც.
„ეს ჩვენ სულად შევძელით", - განაცხადა მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ნატოს საზღვრები გაფართოვდებოდა.
„2008 წელს ჩვენ რომ მერყეობა გამოგვეჩინა, სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატრანტიკურ ალიანსში შეთრევას ხელოვნურად ცდილობდნენ იქ იქნებოდნენ", - აღნიშნა მედვედევნა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ სურს საკუთარ საზღვრებთან იმ სამხედრო ბლოკის გამოჩენა, რომელიც „გარკვეულ უხერხულობებს გვიქმნის".
„ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით პირდაპირ კონკურენციაში, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ამოცანების, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში არსებობობს, გადაწყვეტის განსხვავებული გაგება გვაქვს", - აღნიშნა მედევედევმა სამხრეთის ფედერალური ოლქის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.