ირანის პრეზიდენტის მრჩეველს პრესის საკითხებში ალი აკბარ ჯავანაფეკრს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისლამური ღირებულების საწინააღმდეგო მასალების გავრცელებისა და კიდევ ექვსი თვის საზოგადოებრივი მორალის დარღვევისათვის. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.
ჯავანაფეკრს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე აეკრძალა საგამომცემლო და ჟურნალისტური საქმიანობა 3 წლის განმავლობაში. ჯავანაფეკრი 2010 წლის იანვრიდან დაკავებამდე ირანის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Irna-ს ხელმძღვანელობდა.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას უფლება აქვს 20 დღის განმავლობაში ირანის უმაღლეს სასამართლოში შეიტანოს აპელაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის დარღვევა აღმოჩენილ იქნა გაზეთ „კათუნ ის" სპეც ნომერში, რომლის მთავარი რედაქტორის პოსტიც ჯავანაფეკრს ეკავა.
გამოცემამ გამოქვეყნა ინტერვიუ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან კულტურის საკითხბში მეხდი კალჰორმთან, სადაც მან კრიტიკული პოზიცია გამოხატა ქალების ისლამური სამოსის შავ ფერთან დაკავშირებით.
გაზეთმა ასევე გამოქვეყნა სხვადასხვა ცნობილი სპორტსმენებისა და არტისტების პორტრეტები, რაც მოსამართლეების მიერ შეფასდა, როგორც ისლამური ფასეულობების დარღვევა.