მიმდინარე კვირას საქართველოსა და ფილიპინებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის კონსულტაციების პირველი რაუნდი მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
"იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი სტარტი. მით უმეტეს, რომ ფილიპინელების მოთხოვნით, მათ საქართველოში გატარებულ რეფორმებს გავუზიარებთ", - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ამ ტიპის კონსულტაციები მომავალში მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მოიცავს.