ხვალ, 22 ნომემბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნული დელეგაცია საკმაოდ მოცულობითია.
"კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება, რაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენი მხრიდან, მათ შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებთ, რათა თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.