ნიუ-იორკის პოლიციამ ტერორისტული აქტის მცდელობა აღკვეთა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ტერაქტის მოწყობის მცედლობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მისთვის მოტივაცია ერაყსა და ავღაბეთში აშშ-ს ჯარების ყოფნა, ასევე ალ ქაიდას პროპაგანდა იყო.
დაკავებულია 27 წლის ხოსე პიმენტალი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა და ნიუ-იორკში მანჰეტენზე ცხოვრობდა. იგი საკუთარ თავს უსამა ჰუსეინს უწოდებს. სახელის კომბინაცია მის მიერ ალ ქაიდას ყოფილი ლიდერის უსამა ბელ ლადენისა და ერაყის ექს-მმართველის სადამ ჰუსეინის პატივსაცემად არის შერჩეული. ეჭვმიტანილის დაკავება მის ბინაში იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ბომბს საათის მექანიზმს უმონტაჟებდა- განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
საგანგებო პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იქნა ბომბის ფოტოები, ასევე ვიდეო რგოლი სადაცნაჩვენები იყო თუ რა ზარალი შესაძლოა გამოეწვია ანალოგიური სიმძლავის ბომბის აფეთქებას.
დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით წაეყენა. ბლუმბერგმა კი მადლობა გადაუხადა ნიუ-იორკის პოლიციას გაწეულის სამსახურისათვის.