ეგვიპტის პოლიციის მიერ, დედაქალაქის ცენტრალურო მოედნიდან გადევნილი დემონსტრანტები ტაჰრირის მოედანზე დაბრუნდნენ და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, შაბათ-კვირას სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს 13 ადამიანია დაღუპული. მასობრივი აქციები მიმდინარეობს ასევე, ალექსანდრეაში. სუეცში, ასუანში. დემონსტრანტები შიშობენ, რომ ქვეყნის სამხედრო ხელისუფლება ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს და ამისათვის ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს.ბოლო შეტაკებები სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის ჰოსნიმუბარაკის პრეზიდემნტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ყველაზე უფრო მწვავე იყო. არეულობა შაბათ დილით დაიწყო, როდესაც პოლიციის რაზმები შეეცადნენ გაენტავისუფლებინათ დედაქალაქის მთავარი მოედანი დემონსტრანტებისა და მათ მიერ მოწყობილი კარვების ქალაქისგან.