ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მიწვევით შვედეთის სამეფოში იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვა ქ.სტოქჰოლმში გამართულ კონფერენციაზე "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში" .
კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები შევედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირის საქმეთა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრებთან.