დღეს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება .
კომისია მუშაობას დაიწყებს კონკრეტულ დებულებაზე, რომლის ფარგლებშიც მისი მუშაობის წესი, სტრუქტურა, სიების გადამოწმების მეთოდები და სხვა ღონისძიებები უნდა განისაზღვროს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის კომისია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 15 ნოემბერს შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენს - 7 "ნაციონალი", 7 ოპოზიციონერი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიამ გადამოწმებული სიები ცესკო-ს 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა წარუდგინოს.
საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ პირველი სხდომა 17 ნოემბერს გამართა.