დიდი ბრიტანეთის მთავრობა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ მზადაა ნატოსთან შეთახმებულ ვადებზე ადრე დაასრულოს ავღანეთში ყოფნა, თავადაც შეუდგა ჯარების გასაყვანად გეგმის შემუშავებას. ამის შესახებ ბრიტანული „სანდი ტაიმსი" წერს.
გამოცემის მიხედევით ლონდონსა და ქაბულში არსებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს შეიმუშაოს ფორსირებული გრაფიკი ავღანეთიდან ჯარების გასაყვანად.
„ფინანსური და საარჩევნო მიზეზების გამო ამერიკელებს სურთ ავაღანეთიდან რაც შეიძლება სწრაფად გავიდნენ. ეს არის ერთიანი გეგმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ერაყიდან მიმდინარე წლის ბოლომდე ჯარების გაყვანას", - აცხადებს გამოცემის წყარო.
„ამ პირობებში დიდ ბრიტანეთს სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ დაჩქარებული წესით გაიყვანოს საკუთარი კონტინგენტი ავღანეთიდან" , - წერს გამოცემა.
სავარაუდოდ, აშშ ავაღანეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანის გრაფიკს ჩიკაგოს სამიტზე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გეგმის მიხედვით კოალიციის ჯარებმა ავღანეთი 2014 წლისთვის უნდა დატოვონ.