მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. ეს განცხადება ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს იუსტიციის მინისტრმა მოჰამედ ალ-ალაგიმ გააკეთა.
მისივე თქმით, სეიფ ალ-ისლამი სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული დანაშაულებების გამო წარსდგება. ამას გარდა, მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან საართლიანი სასამართლო ჩაატარონ. მინისტრი ასევე მოუწოდებს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას სურვილის შემთხვევაში მუამარ კადაფის ვაჟის სასამართლო პროცესს დაესწრონ.
"სასამართლო პროცესი ღია იქნება. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ვაპირებთ მოქმედებას", _ აცხადებს გარდამავალი მთავრობის მინისტრი.
შეგახსსენებთ, რომ მუამარ კადაფის ვაჟი ლიბიის სამხრეთ ნაწილში დააკავეს.