ეგვიპტის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა. ტაჰრირის მოედანზე გამოსულ მოსახლეობას მოედანი მთელი ღამის განმავლობაში არ დაუტოვებია. მათ პოლიციის ავტომობილი დაწვეს.
სამხედრო პოლიციამ შს სამინისტროს შენობისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა და ამჟამადაც ხელს უშლის დემონსტრანტების ყველა მცდელობას ალყა გაარღვიონ.
ეგვიპტის შს სამინისტრო ტაჰრირის მოედნის ახლოს მდებარეობს.
არეულობაა ასევე ალექსანდრიაში.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების გამო დაღუპულია ორი ადამიანი, 928 კი დაზარალებულია. დაღუპულთაგან ერთი მიღებული ჭრილობებისგან ქაიროს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე კი ალექსანდრიაში მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.