ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თეირანს დიალოგის გააქტიურებისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს დაუყოვნებლოვ დარეგულირდეს ის საკითხები, რომელიც თეირანის ბირთვულ საქმიანობას ეხება.
სააგენტო ირანისგან მოითხოვს, დაშვებას ყველა შესაბამის ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან, პერსონალსა და საცდელ მოედნებთან.
შესაბამისი მოწოდება სააგენტოს მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელსაც 35 წევრის სახელმწიფოდან 32 -მა დაუჭირა მხარი.
სააგენტოს მმართველი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბირთვული პროგრამის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ბურუსითაა მოცული და, სავარაუდოდ, ბირთვულ პროგრამაში სამხედრო შემადგენელს უკავშირდება.