"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი სტოკჰოლმში, საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა. მოხსენების თემაა "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მედია გარემო".
შვედეთის დედაქალაქში მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებათა წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მომავალ არჩევნებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების ხარისხზე.
შვედეთის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია 20-21 ნოემბერს გაიმართება.