საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომელიც ხსნის ყოველგვარ წინააღმდეგობას რუსეთის ვმო-ში გასაწევრიანებლად.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია შეთანხმება, საბაჟო ადმინისტრირების შესახებ და მემორანდუმი დელეგაციების ურთიერთგაგების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2008 წელს გავიდა ვმო-ს მოლაპარაკების პროცესიდან და რჩებოდა ერთადერთ ქვეყნად, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას.
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.