ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის ენერგო და ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბულში იმართება.
ფორუმის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში ელჩი პიერ მორელი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი თომას მიროუ, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე სენატორი ჩაკ ჰაგელი, თურქეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბულგარეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
დაგეგმილია გიორგი ბარამიძის მთავარ მომხსენებლად გამოსვლა პანელზე ,,ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და საერთო ევროპული ღირებულებები" და ორმხრივი შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან და მთავარ მომლაპარაკებელთან ეგემენ ბეგისთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტ მათიას კოლაც აჰნენთან.