საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საკითხის რეზოლუციაში არ მოხვედრა ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება იყო.
„ევროპარლამენტარები არამგონია რაიმე რეზოლუციას იღებდნენ ინფორმირებულობის გარეშე. ის რომ ეს საკითხი არ მოხვდა რეზოლუციაში ნიშნავს იმას, რომ პარლამენტარების გადაწყვეტილება იყო იმ ფაქტებზე დაყრდნობით რასაც ადგილი აქვს, რომ არ მოხვედრილიყო რეზოლუციაში ეს ინფორმაცია", - განაცხადა ტყეშელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხიც იქნებოდა შეტანილი.