პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ჩანაწერს გამოგონილ ისტორიას უწოდებს.
"ეს არის გამოგონილი ისტორია, არ ვიცი ვის მიერ. რეზოლუციაში მსგავსი რამ ნახსენები არ არის", - განაცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეხება რეფორმებს, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ეს დინამიური პროცესია და მოკლე ვადებში სააქართველომ სერიოზულ შედეგებს მიაღწია. მინაშვილის თქმით, რეფორმები გაგრძელდება საზოგადოებასთან და იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვინც იციან, რომ საქართველო ევროპული ნაწილია.