~ქართული დასის~ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ თავისუფლების ქარტიაში ცვლილებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოწვეულ ექსპერტებს პარლამენტში გააცნო.
ამ ცვლილებების მიხედვით, ლუსტრაციას უნდა დაექვემდებარონ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები.
ბაღათურიას განცხადებით, მის მიერ მომზადებული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას და სახელმწიფო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებისგან ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების თანამშრომლობის გამიჯვნას.