პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპარლამეტის რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის ჩადებას რუსული მხარე ლობირებდა.
დარჩიაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტში ასეთი ჩასწორების შეტანის ინიციატივით ~სოციალისტთა~ ჯგუფი და მათი წარმომადგენელი, დეპუტატი ჰანეს სვობოდა გამოვიდა, რასაც რუსული მხარე ლობირებდა.
~მასთან საუბრისა და კონსულტაციების შემდეგ, თავადაც დაადასტურა, რომ ასეთი შინაარსის ჩანაწერი საკითხის პოლიტიზირებას გამოიწვევდა, ხოლო საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს~ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დარჩიაშვილმა.