~ჩვენ არა ვართ ჩაკეტილი კლუბი და ჩვენ ღია ვართ ყველა მათთვის ვინც ევროკავშირის ფასეულობებს იზიარებს~ - ეს განცხადება ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა კრჟიშტოფ ლისეკმა დღეს სააქართველოს პარლამენტის 2 კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
ლისეკის განცხადებით, ხორვატია წელს გახდება 28-ე წევრი ევროკავშირის.
~ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალი წევრების მიღება, ჩვენ არა ვართ ჩაკეტილი კლუბი და ჩვენ ღია ვართ ყველასთთვის, ვინც ევროკავშირის ფასეულობებს იზიარებს, მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა~, - აღნიშნა ლისეკმა.