ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას.
ლისეკის განცხადებით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ სწორი მიმართულება შეარჩია.
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს როგორც წარმატებულ პარტნიორს, რომელიც ეფექტურად ახორციელებს რეფორმებს. ჩვენ 6 პარტნიორი გვყავს აღმოსავლეთ ევროპის პარტიორებს შორის. შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ხართ ამ ექვიდან ორ ლიდერს შორის, რომლებიც რეფორმებს ახორციელებს. მეორე არის მოლდოვა~, - აღნიშნა ლისეკმა.
თავის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ლისეკმა იმით დაიწყო, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ტელეკამერების დანახვისას იხუმრა: რამდენი კამერაა, მე არა ვარ ბარაკ ობამა.
საკუთარი გამოსვლა კი ლისეკმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: ~ვილოცოთ საქართველოსთვის".