ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი პოლონელი დეპუტატი კრჟიშტოფ ლისეკი საქართველოში ჩამოვიდა. ლისეკი პირველ შეხვედრებს პარელამენტში გამართავს. შეხვდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს. საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს შეეხება.
"კარგი სიახლე მაქვს საქართველოსთვის. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას. მე მსურს ის წარვუდგინო საქართელოს პრეზიდენტს და პარლამენტს. ეს ვიზიტი არის ევროპარლამენტის ერთწლიანი მუშაობის დასკვნითი ნაწილი, რომლის მიზანია ქართულ საზოგადოებას გავაცნობთ რეზოლუცია მედიისა და პარლამენტის წევრების საშუალებით. ეს რეზოლუცია კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. ვაფასებთ იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. თუმცა კიდებ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება ჩემი მეორე მესიჯი პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ. რეფორმები უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლისეკიმ.
შეხვედრების შემდეგ სტუმარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
დღესვე ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. საღამოს სტუმარს სახელმწიფო კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია მიიღებს.
ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი საქართველოს 19 ნოემბერს დატოვებს.