უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებით ორ ქვეყას შორის პირდაპირ ურთიერთობაში გარღვევას არ ვარაუდობს.
ბოკერიას თქმით,პირველ რიგში ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური ინტერესი, რადგან განხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი ყველა გადაადგილბაზე, ტვირთბრუნვაზე რუსეთიდან საქართველოს როგორც ოკუპირებულ, ისე არაოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ საკითხი ქვეყნებს შორის პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს, კარგი იქნება. მაგრამ წინაპირობები ამისა, იმის გათვალისწინებით, რა პოლიტიკაც არის დღეს მოსკოვში, სამწუხაროდ არ ჩანს", - აღნიშნა ბოკერიამ.