დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუს" საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" V ყრილობა გაიმართება. ყრილობა საიუბილეოა, რადგან წელს "ახალ მემარჯვენეებს" დაფუძნებიდან 10 წელი შეუსრულდათ.
ყრილობაზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკაში ყოფნის 10 წელიწადს ასახავს. ყრილობას წინ პარტიის წესდებით გათვალისწინებული რეგიონული და რაიონული კონფერენციები უძღოდა, რომლებზედაც დელეგატები აირჩიეს.
პარტიის ყრილობას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებთანაც "ახალი მემარჯვენეები" თანამშრომლობენ.
ყრილობა პარტიის თავმჯდომარეს და მთავარი კომიტეტის ახალ შემადგენლობას აირჩევს, დამტკიცდება პარტიის ახალი პროგრამა, რომლის პრეზენტაცია და განხილვა მემარჯვენეებმა უკვე საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში მოაწყვეს.
ყრილობა, ასევე, დაამტკიცებს პარტიის წესდების ახალ რედაქციას.