ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვერ მოხდება ხანმოკლე დროში, თუმცა გამორიცხული არაფერია.
„ეს პროცესი იქნება ძალიან რთული. ეს შეიძლება ვერ მოხდება ხანმოკლე დროში, თუმცა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის კრიზისები რომელიც არსებობს, გეოპოლიტიკაში დიდ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი გუნდი ამ პროცესს დაძრავს.
„ამისთვის უნდა დაიწყოს ოსების და აფხაზების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, ასევე რუსეთთან სიტუაციის დალაგების დაწყება", - განაცხადა ბიზნესმენმა.