ეს ჩვეულებრივი ტრადიციული შეხვედრა იყო, - განაცხადა სოხუმში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა.
"ჩვენ დავიწყეთ შეხევდრები მოსკოვში, სადაც ორი დღის წინ ვიყავით, დღეს სოხუმში ვართ, აქედან თბილისში წავალთ, შემდეგ კი ცხინვალში", _ განაცხადა ლეფორტმა.
მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა უსაფრთხოების საკითხები. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და რომ ვითარება ადმინისტრაციულ საზღვართან მშვიდი იყოს.
ჩვენ ახალი იდეები გვაქვს, რომელთა ხმამაღლა თქმა ამჟამად არ მინდა, მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი ადამიანთა შორის ნდობის აღდგენას ეხება", _ განაცხადა ფილიპ ლეფორტმა.
მასალის გამოყენების პირობები