საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განმატებით, საქართველომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობით დანარჩენ მსოფლიოს დაანახა, რომ მოქნილი ქვეყანაა.
საქართველოს მხრიდან რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობის მიცემით, საქართველომ დანარჩენ მსოფლიოს დაანახა, კომპრომისზე წასვლით თუ რამდენად მოქნილია ქვეყანა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რუსეთის ვმო-ში წევრობა ნიშნავს იმას, რომ მისი ბაზარი ღია უნდა იყოს ყველასთვის. ნიკა გილაურის განმარტებით, კომპანიებმა არ უნდა იჩქარონ რუსულ ბაზარზე შესვლა, რადგან რუსული ბაზარი არ არის სანდო. ნიგა გილაური ბიზნეს ურჩევს, რომ არ "შევარდნენ" რუსულ ბაზარზე, არამედ მშვიდად ივაჭრონ მეზობელ ქვეყანასთან.
"რაც შეეხება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთმა უნდა გააღოს თავისი ბაზარი ყველასთვის იმიტომ რომ მოსფლიო სავაჭრო ორგანზიაციის წესები არის ასეთი და ამას გააკეთებს თუ არა რუსეთი ამას მომავალში ვნახავთ და ეს რუსეთის გადასაწყვეტია. მსო-ში არის სპეციალური ემქანიზმები და ამ მექანიზმების ამუშავებით შესაძლოა სხვა სურათი მივიღოთ და ვაიძულოთ მსო-ს ნებისმიერი ქვეყანა გახსნას თავისი ბაზები სრულად. ეს იქნება მომავლის თვეების საკითხი შემდგომ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ნიკა გილაურმა.