საპარლამენტო უმრავლესობამ ~ქართუ ბანკის~ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს წარსული საქმიანობა გაუხსენა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გიორგი მელაძემ ნოდარ ჯავახიშვილს გაახსენა, რომ ის პარლამენტში ~აღორძიებიდან~ მოხვდა.
უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ანდრო ალავიძემ კი ახლო წარსულში გამართული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსენა, სადაც ჯავახიშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით მონაწილეობდა.
~კონფერენცია თავისუფალ ეკონომიკურ პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. ეს პრინციპები კი ნოდარ ჯავახიშვილმა მხოლოდ იმის გამო დაგმო, რომ ღონისძიების სხვა წარმომადგენლმა ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკის განვითარების კუთხით მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონეს~, - განაცხადა ანდრო ალავიძემ.
საკომიტეტო სხდომაზე ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ~ქართუ ბანკის~ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი გამოვიდნენ.