შეიარაღებაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსების "С-500"-ის მიღებით, ჩვენ საშუალება გვექნება რუსეთის მთელი ტერიტორია საჰაერო-კოსმოსური თავდასხმისაგან დავიცვათ. ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
"კომპანია "ალმაზ -ანტეის" ორი წელი მივეცით იმისათვის რათა ააშენოს ორი ახალი ქარხანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსების "С-500"-ის წარმოებისათვის. სწორედ ეს კომპლექსები იქნება საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარებში და იგი ჩვენ მთელი ქვეყნის დახურვის საშუელბას მოგვცემს", _ განაცხადა მაკაროვმა. მისივე თქმით, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები უშუალოდ გენერალურ შტაბს დაექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები