ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კორტეჟს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კორტეჟში შემავალ ავტომობილებს კვერცხები და ქვები დაუშინეს.
ინცინდენტი მაშინ მოხდა როდესაც კლინტონი მანილაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლიდან შეხვედრაზე მიემგზავრებოდა.
შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.