არაბული სახელმწიფოების ლიგამ სირიას სამი დღე მისცა რათა შეწყვიტოს საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ სისხლიანი ანგარიშსწორება.
ამავდროულად ლიგა მოითხოვს, რომ სირიის ხელისუფლებამ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირებლები დაუშვას.
ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიას ემუქრება საინქციები.
მისივე თქმით, კრიზისის დაძლევის დიპლომატიური ძალისხმევა იწურება.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის მიმდინარეობისას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეები თავს დაეხნენ მაროკოსა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების საელჩოებს.
აღიშნულის საპასუხოდ მაროკომ მიიღო გადაწყვეტილება სირიიდან საკუთარი ელჩის გაწვევის შესახებ.
სირიიდან საკუთარი ელჩი საფრანეთმაც გაიწვია.