პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა"დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
როგორ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე პარტიის მთავრი კომიტეტის წევრმა, თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, დარიალის ხეობაში უკანონდ შენდება უზარმაზარი ჰიდროელექტრო სადგური, რომელის 11-კილომეტრიანი ხეობის 8 -კილომეტრიან მონაკვეთს მოჭრის და წყლის ნაკადის 90%-ს მიმართავს კაშხალში, რაც გამოიწვევს მდინარის წყალნაკლებობას და ადგილობრივი ეკოსისტემის შეუქცევად განადგურებას.
"ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება ელექტროენერგია, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, თუმცა არა იმ უზარმაზარი, დამანგრეველი მშენებლობების ხარჯზე, რასაც მმართველი გუნდი ყოვლად გაუაზრებლად აკეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაძლებელია მცირე ჰესების მშენებლობა, რომლებსაც მინიმალური გავლენა აქვთ ეკოსისტემაზე, მაგრამ სრულიად დააკმაყოფილებენ ადგილობრივი მოსახლეობის ენერგომოთხოვნებს.
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" პირდაპირ ადანაშაულებს ხელისუფლებას ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ გუნდს, ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავოს მთლიანი სახელმწიფო სტრატეგია, რადგან, როგორც ჩანს, მათ ამის გაკეთება საკუთარი ძალებით არ შეუძლიათ", - განაცხადა მურვანიძემ.