ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ სამხედრო შეტევის შედეგად საფრანგეთის კონსული და მის ოჯახი დაშავდა. აღნიშნული საკითის განსახილველად და არგუმენტების მოსასმენად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩი საფრანგეთში დაიბარა.
კონსული და მისი ქალიშვილი მას შემდეგ დაშავდნენ, რაც სამხედრო თვითმფრინავების საშუალებით ისრაელმა ბეით ლაჰიაში პოლიციის შენობა დაბომბეს.
საპასუხო განცხადება გააკეთა ისრაელის სამხედრო უწყებამ. განცხადების თანახმად, მათ დაბომბეს ტერიტორია, რომელიც ტერორისტების თავშეყრის ადგილია.
დასავლური მედიასაშუალებები ისრაელის აღნიშნულ ნაბიჯს ნიკოლა სარკოზის განცხადებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ ბენჟამინ ნეთანიაჰუს „მატყუარა" უწოდა.