საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, კახეთის ეკონომიკის აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის, ბიზნესმენ გია პირადაშვილს უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით გადასცა .
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გია პირადაშვილმა ღვინის ბიზნესი რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, პირადაშვილმა შექმნა "თელიანი ველი", ემდგომში საკუთარი ბიზნესი გააფართოვა და სასტუმროების ქსელის მშენებლობა დაიწყო.
"ამ მთაზე შენდება წარმოუდგენელი სილამაზის ახალი სასტუმრო და ამ სასტუმროს აშენებს გია პირადაშვილი. რუსეთმა რომ ემბარგო გამოგვიცხადა, ძალიან ბევრმა ჩამოუშვა ხელი. ეს პერიოდი იყო, როდესაც გიამ დაიწყო ბიზნესის კეთება ჯერ ღვინის დარგში, მერე შექმნა მეორე კომპანია. ახლა ააშენა ისეთი შატო თელავში, შუამთასთან, ასეთი შატო მე არ მინახავს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში. გია მუშაობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ასეთი ახალი ბიზნესმენები ქმნიან საქართველოს, რომლებსაც არ ეშინიათ არც ემბარგოსი, არც დაშანტაჟების, მათ იციან, რომ მათი სამშობლო მათი ხელით არის ასაშენებელი", _ განაცხადა სააკაშვილმა.