ხვალ, 17 ნოემბერს, 15.00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართება ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.
პრესკონფერენციას დაესწრება რეგიონული მედიის 40-მდე წარმომადგენელი, რომელთაც საშუალება მიეცემათ პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღონ პასუხები რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინტერესო შეკითხვებზე. ასევე, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს თუ რა პრობლემების წინაშე დგანან რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებები ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან არ არის ერთჯერადი ღონისძიება და მომავალში კვლავ დაიგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრები.