უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სინანულს გამოთქვამს რიგი პოლიტიკოსების მცდელობების გამო, რომელთაც სურთ, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის საკითხი ექს-პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს სისხლის სამართლის საქმეს დაუკავშირონ.
მისი თქმით, მან პოლონელ და გერმანელ კოლეგებს - ბორისლავ კომაროვსკის და კრისტიან ვულფს - აუხსნა, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად ფაქტობრივად 11 ნოემბერს დასრულდა. ამჟამად გადასაწყვეტი რჩება პოლიტიკური საკითხები. ერთ-ერთ ასეთს საკითხს, იანუკოვიჩის განმარტებით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმ თავის ფორმურილება, სადაც საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივებზე.
"ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, დეკემბრის სამიტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად იანუკოვიჩმა, ტიმოშენკოს საქმე დაასახელა. მისი თქმით, მან პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტებს აცნობა, რომ ტიმოშენკოს საქმე ჯერ კიდევ განსახილველი აქვს სააპელაციო სასამართლოს. მან ყურადღება გაამხვილა ასევე ტიმოშენკოსთან დაკავშირებულ სხვა საქმეებზედაც, რომელსაც ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
"ამის შემდეგ ნათელი გახდება, მივა ეს საქმეები სასამართლომდე თუ არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
იანუკოვჩმა განმარტა რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში.
"ამიტომაც პრეტენზიები მოქმედ ხელისუფლებასთან არამართლზომიერია", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტაქტის გამო ბრალი დასდო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.