საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ქართულ მხარეს რეალისტური მოლოდინი აქვს იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.
"დღევანდელ შეხვედრაზე კეტრინ ეშტონთან პოზიტიური და მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. მომავალი წლის პირველივე ნახევარში შესაძლებლობა გვექნება, დავიწყოთYმოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულისთვის მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იქნება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.